პროექტის გეგმა

პროექტი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ისტორიის ლაბირინთში

1)      პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
მე–9 კლასში ისტორიის გაკვეთილებზე, გამოიკვეთა მოსწავლეების  ნაკლები ინტერესი კულტურის საკითხების მიმართ. მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე დაფიქრებისათვის დავგეგმე გაკვეთილი–პროექტი, ეროვნული მუზეუმის პროექტის ,,ისტორიის ლაბირინთის“ ფარგლებში.
ჩვენი კათედრის წევრებმა ეს საკითხი განვიხილეთ და გამოირკვა, რომ ეს პრობლემა აქტუალურია, ანუ მოსწავლეთა 50% ისმენს ინფორმაციას გააზრებულად და დიდი ინტერესით, ხოლო 50% საერთოდ არ იჩენს ინტერესს კულტურის შესწავლის დროს.

2)      მიზნები:

. გააცნობიეროს, რომ კულტურული მემკვიდრეობა სათუთი ფენომენია და მოითხოვს დაცვას.
. მემკვიდრეობის არსში წვდომა და წარსულში დაცული ინფორმაციის გადაცემა მომავალი თაობისთვის.
. მემკვიდრეობის წინაშე მდგარი შესაძლო  საბრთხეების გაცნობიერება.


3)      საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:

. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა  ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

4)      პროექტის ამოცანები:
შევიმუშავე გეგმა, მოსწავლეთა დაინტერესებისთვის დამეგეგმა გაკვეთილი ეროვნული მუზეუმის  პროექტის ფარგლებში. დავიწყე მომზადება:
1–დაგროვილი ცოდნის გამეორება ინდივიდუალურად,
2– დამოუკიდებელი მეცადინეობა და მომზადება ინტელექტუალური თამაშისთვის.
3–კვირეულის ჩატარება_მსჯელობა, საუბრები, სახელმწიფო მმართველობისა და კულტურის საკითხებზე.

5)      პროექტის განხორციელების წინაპირობები:
1– კათედრაზე მსჯელობა და პროექტის დაგეგმვა.
2–კვირეულის ჩატარება სკოლაში, ისტორიის გაკვეთილების ფარგლებში.
3–მასწავლებლის წინასწარ შეხვედრა მუზეუმის თანამშრომელთან და ერთად  სამუზეუმო  მუშაობის დაგეგმვა.

6)      პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
. სკოლაში ჩატარებული კვირეული(ისტორიის გაკვეთილების ფარგლებში)  დავასრულეთ მსჯელობით . დავაჯგუფეთ მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლები.
. გავაგრძელეთ გაკვეთილი ეროვნულ მუზეუმში სადაც, ჯერ ჩავატარე ლექცია ოქროს ფონდში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყველა ნივთი.
. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ მუზეუმის საგანგებოდ, გაკვეთილისთვის მომზადებულ დარბაზში, სადაც  დახმარება გაგვიწია მუზეუმის თანამშრომელმა.
. მოსწავლეები გავყავი ორ ჯგუფად და შეჯიბრის რეჟიმში პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.
. კითხვები დაისვა ეკრანზე გამოტანილი ფოტოების და დარბაზში ნანახი ნივთების მიხედვით.
. თითოეული ჯგუფი სწორი პასუხის შემთხვევაში  თვითონ აფიქსირებდა ქულას, წინასწარ მომზადებულ  დაფაზე, საბოლოო შედეგის დაფიქსირებისთვის.
. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი(დააფიქსირეს შთაბეჭდილებები, შეხედულებები საკუთარი აზრი, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე)



7)      პროექტში მონაწილეების ასაკი_14–15 წელი.
                                                        კლასი_მე–9.



8)      პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება და აფასებს მოსწავლეებს: აქტიურობის, ჩართულობის, ცოდნის გამოვლენისა და ინტერესის გამოვლენის მიხედვით.



9)      პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
     .  შესაძლოა მოსწავლეებმა არ გამოიჩინათ სათანადო ინტერესი ან აქტიურობა.
     .  შესაძლოა ხელი შეეშალა ტექნიკურ პრობლემებს.
     .  ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით მასწავლებელი მიდის წინასწარ მუზეუმში,   აგვარებს და ათანხმებს ყველაფერს მუზეუმის თანამშრომლებთან.
     . სამუზეუმო  აქტივობამდე  აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას  ისე, რომ გამოიწვიოს მათი დიდი დაინტერესება.
10)  მოსალოდნელი შედეგები:
. აანალიზებს და აცნობიერებს რა დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენახვას, გაფრთხილებას.
. მსჯელობს არსებულ საბრთხეებზე და მეტი ინფორმაციის  მიღების აუცილებლობაზე.



11)     პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო;
მოსამზადებელი კვირეული_1 კვირა.

გაკვეთილი მუზეუმში_1დღე.

No comments:

Post a Comment